მოსწავლეები მუშაობენ შემდეგ
საკითხებზე: მოსწავლეები
ინდივიდუალურად მოიძიებენ მასალებს ცნობარებსა და ინტერნეტის საძიებო სისტემების
დახმარებით:
1.
ბოლო ხუთ ოლიმპიურ
თამაშებში 200 მეტრზე სირბილში ჩემპიონების მაჩვენებლები
2.
საქართველოს
ეროვნული ბანკის მონაცემები უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, რამდენ ლარზე
იცვლებოდა ერთი ამერიკული დოლარი
მოძიებულ
ინფორმაციაზე მითითებული უნდა იყოს წყარო.
ამ
მონაცემების მიხედვით დასვამენ შეკითხვებს ათწილადების შედარების, დალაგების და დამრგვალების
შესახებ (მაგალითად:2012 წლის ზაფხულის თამაშების ოლიმპიადაზე 200 მ
სირბილში ჩემპიონის
მაჩვენებელი დაამრგვალეთ მეათედებამე სიზუსტით. ან რომელ წელს იყო მაჩვენებელი
ყველაზე მაღალი; ან შეაგროვეთ და
დაალაგეთ, ქართული ლარის მიმართ ამერიკული დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის
მონაცემები ზრდის მიხედვით, ან გამოსახეთ
ათწილადები სხვადასხვა სახით, მათ შორის რიცხვით სხივზე
და ასე შემდეგ.... )

No comments:
Post a Comment