Thursday, January 17, 2013

პროექტის შესაძლო აქტივობები:


მოსწავლეები მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: მოსწავლეები ინდივიდუალურად მოიძიებენ მასალებს ცნობარებსა და ინტერნეტის საძიებო სისტემების დახმარებით:

1.     ბოლო ხუთ ოლიმპიურ თამაშებში 200 მეტრზე სირბილში ჩემპიონების მაჩვენებლები
2.     საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, რამდენ ლარზე იცვლებოდა ერთი ამერიკული დოლარი

მოძიებულ ინფორმაციაზე მითითებული უნდა იყოს წყარო.
ამ მონაცემების მიხედვით დასვამენ შეკითხვებს ათწილადების შედარების, დალაგების და დამრგვალების შესახებ (მაგალითად:2012 წლის ზაფხულის თამაშების ოლიმპიადაზე 200 სირბილში ჩემპიონის მაჩვენებელი დაამრგვალეთ მეათედებამე სიზუსტით. ან რომელ წელს იყო მაჩვენებელი ყველაზე მაღალი; ან  შეაგროვეთ და დაალაგეთ, ქართული ლარის მიმართ ამერიკული დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მონაცემები ზრდის მიხედვით, ან გამოსახეთ ათწილადები სხვადასხვა სახით, მათ შორის რიცხვით სხივზე და ასე შემდეგ....  )
ყიდვა
 USD
1 ლარი =
0.6146
პირიქით
1.6270
გაყიდვა
 USD
1 ლარი =
0.5998
პირიქით
1.6670








ვადების ხანგრძლივობა:


ნამუშევრის წარდგენის ვადებია 2012 წლის 17 ოქტომბრიდან 23ოქტომბრამდე. ინდივიდუალური კონსულტაციები მასწავლებელთან შესაძლებელია გაკვეთილების შემდეგ.
წარმოდგენილი მასალა უნდა იყოს თბახის ფურცლებზე word-ის დოკუმენტში დაბეჭდილი, ან 12 ფურცლიან რვეულებში, ხელნაწერი.   (ესთეტიკურად ლამაზი, სუფთა) ფაილში ჩაწყობილი.
ნამუშევარზე მითითებული უნდა იყოს მოსწავლის სახელი გვარი. კლასი

მოსალოდნელი შედეგები:

მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას. ათწილადების შედარებას, დალაგებასა და დამრგვალებას. განუვითარდებათ  ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და წარდგენის, ინდივიდუალური მუშაობის, ისტ-ის საშუალებების გამოყენების უნარი. 

პროექტის შეფასების რუბრიკა:

#
კრიტერიუმი
შეფასების  ქულა
1
ინფორმაციის მოძიება
4
2
მათემატიკური გამოთვლები.
·         (მგ.1) ამრგვალებს მონაცემებს
·         (მგ 2)ადარებს მონაცემებს
·         (მგ 3)ალაგებს მონაცემებს ზრდის ან კლების მიხედვით





4
3
ესთეტიური მხარე
1
4
პრეზენტაცია
1
სულ
10

ფოტო-კოლაჯი

პრეზენტაცია






მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევრებს

მარიამ ჩხაიძე და ანი სამხარაძე